ახალი ამბები
ქართული ოცნების მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერები ნაციონალური მოძრაობის ოფისთან არიან შეკრებილები. ისინი სკანდირებენ: „მკვლელები“. მათ ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები დაუშინეს და შუშაც ჩაამტვრიეს. ისინი შიგნით მყოფებს მოუწოდებენ, გარეთ გამოვიდნენ.

ოფისთან მისულმა შუახნის ქალმა შეკრებილებს მოუწოდა, შეეწყვიტათ აგრესიული ქმედებები. მის სიტყვებს  აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ და მას კვერცხი ესროლეს. მოქალაქემ შეკრებილებს მონები და ფულზე გაყიდულები უწოდა.

ადგილზე სამართალდამცავები მოვიდნენ, ისინი აქციის მონაწილეებსა და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს შორის დგანან.

Print