ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ საახალწლო კონცერტისთვის 39 ათასამდე ლარი გამოყო
ზუგდიდში ახალი წლის ღამეს გალა კონცერტი გაიმართება, რისთვისაც მერიამ 38 880 ათასი ლარი გამოყო. ღონისძიების ორგანიზების მომსახურებისთვის შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საახალწლო ღონისძიებისთვის საკონცერტო სცენის მოწყობა, სცენის გაფორმება ეფექტებით  და განათებით. ასევე, გახმოვანების აპარატურით და გარე გამოყენების ლედ ეკრანით მომსახურება, ხმის რეჟისორის, ასისტენტის და განათების რეჟისორის მოწვევა, მუსიკალური პროგრამის ორგანიზება, წამყვანისა და თეატრალური მსახიობის მოწვევა, სადღესასწაულო ფეიერვერკების მოწოდება-გაშვების მომსახურება.

ამასთან კონცერტში მონაწილეობა უნდა მიიღოს 5-6 წევრისგან შემდგარმა ცნობილმა ბენდმა, რომელიც ქართული და უცხოური რეპერტუარით, ყველა ასაკზე გათვლილი ჰიტებს შეასრულებს.
Print