ახალი ამბები
ამერიკულმა კომპანიამ ფოთის პორტში 27ათასი ტონა ხორბალი შემოიტანა
ფოთის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროგრამის „სურსათი-პროგრესისათვის“ ფარგლებში 27 ათასი ტონა ხორბალი შემოიტანეს. აღნიშნული პროგრამის განხორციელება სამი წლის წინ, აშშ-სა და საქართველოს მხარეებს შორის შეთანხმებით დაიწყო. ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი თოთხმეტ მილიონ დოლარზე მეტია, კომპანია Land O'Lakes ახორციელებს საქართველოს მთავრობასთან, მიჩიგანის უნივერსიტეტთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და წვლილი შეიტანოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში. ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, ფოთის პორტში, ხორბალი ამერიკული თბომავლით „ატლანტიკ რანერ II“ შემოიტანეს. თბომავლის დაცლა ფოთის პორტის მე-10 ნავსადგომზე მოხდა, ტვირთის უსაფრთხოებას ბრიტანული კომპანია DRUM Risk Ltd ახორციელებდა. ხორბალი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალში" დაბინავდა.
Print