ახალი ამბები
სოხუმში პოლიციის მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს - მკვლელობის ფაქტი ჯერაც გაუხსნელია
სოხუმში 22 ნომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია. ე.წ. პროკურატურამ მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბულიკის პრზიდენტმა შესაბამის ორგანოებს დაავალა უმოკლეს ვადებში დაედგინათ დამნაშევეების ვინაობა, თუმცა უშედეგოდ.

2 დეკემბერს სოხუმში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები სამართალდამცავებს უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ, წერს „აფსადგილ ინფო“. თანამდებობები დატოვეს „გენერალურმა პროკურორმა“ ზაურ აჩბამ და მისმა მოადგილემ ეშსოუ კაკალიამ. შესაბამისი განცხადებებით მათ „პრეზიდენტს“ რაულ ხაჯიმბას მიმართეს, რომელმაც საკითხი განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ფარული კენჭისყრა 2 დეკემბერს გაიმართა. მანამდე ხაჯიმბამ შს მინისტრი გარი არშბა და მისი მოადგილე კაზბეკ კიშმახოვი გაათავისუფლა.

სოხუმის ცენტრში, რესტორან „სან რემოსთან“ ორმხრივი სროლისას ორი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაიჭრა, მათ შორის მძიმედ, 21 წლის დომინიკა აკირტავა, რომლიც იმ დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ის 3 დეკემბერს გარდაიცვალა.


Print