ახალი ამბები
სოხუმი: აფხაზურ - ავსტრიული საზოგადოება საერთაშორისო კონტაქტებს შეუწყობს ხელს
აფხაზურ - ავსტრიული საზოგადოების ორგანიზებით „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო კონტაქტების ხელშეწყობის კომისია“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომისიას აფხაზურ - ავსტრიული საზოგადოების კომიტეტი ხელმძღვანელობს, წერს „აფსადგილ ინფო“. ამავე ცნობით, საზოგადოების მიზანია, „აფხაზეთსა და ავსტრიას შორის კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგის ხელშეწყობა“, ასევე, საერთაშორისო კონტაქტების განვითარება.

გამოცემის ცნობით, კომისიაში 10 წევრია გაერთიანებული, მათ შორის, ავსტრიიდან, გერმანიიდან, დომინიკანის რესპუბლიკიდან, საფრანგეთიდან და სხვა.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია 2019 წლის 11 დეკემბერს „ავსტრიის რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურების მიერ შეიქმნა“.

ამავე თემაზე:

პატრიკ პოპელი: ჩვენი მიზანია აფხაზეთის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გავრცელება
Print