ახალი ამბები
სოხუმის სანაპიროზე 61 პალმას დარგავენ
სოხუმის სანაპიროზე აფხაზური დრამატული თეატრიდან კაფე "პინგვინამდე" 61 პალმას დარგავენ. ვაშინგტონიას ჯიშის პალმები, რომლებიც იტალიიდან ჩამოიტანეს, ქალაქს "მერის მოვალეობის შემსრულებელმა" კან კვარჩიამ გადასცა საჩუქრად. ლანდშაფტური ჯგუფის "აშტას" წარმომადგენლის ასიდა აგრბას თქმით, პალმის ეს სახეობა, სხვა ჯიშებთან შედარებით, ნაკლებად პრეტენზიულია და კარგად ხარობს. მისი თქმით, მცენარეებმა გაიარეს საკარანტინო და ეკოლოგიური ინსპექცია და ნიადაგიც შესაბამისად მომზადდა მათ ჩასარგავად.
ამავე ჯიშის პალმებია დარგული სასტუმრო "აბხაზიასთან" არსებულ ხეივანშიც, წერს გამოცემა "აიაირა".


ამავე თემაზე: 

სოხუმში დაზიანებულის ნაცვლად ახალ პალმებს დარგავენ

სოხუმში დაზიანებული პალმების წამლობა მიმდინარეობს


Print