ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის დაკრძალვისთვის თანხას გამოყოფს 
ზუგდიდის მერია სარეზერვო ფონდიდან 2000 ლარს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლის რეზო ხასიას დაკრძალვის ხარჯებისთვის გამოყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ზუგდიდის საკრებულომ მიიღო, რითაც მერიის წერილობითი თხოვნა დააკმაყოფილა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ სხდომაზე აღნიშნა, გარდაცვლილის ოჯახს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აქვს. მისივე განმარტებით, რეზო ხასია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა.
Print