ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულომ დმო-ს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანა არ გადასცა
ზუგდიდის საკრებულომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული HYUNDAI SONATA SEDAN სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციას არ გადასცა.

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, საკრებულოს წევრებს თავად არ ჰყავთ მანქანა და ისინი სოფლებში საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას და კიდევ ექვს წევრს, ისინი თანახმა იყვნენ ორგანიზაციისთვის ავტომანქანა გადაეცათ. მათი თქმით, დანიშნულების მართვის ორგანიზაცია ტურიზმის განვითარებას ემსახურება, რასაც ხელი უნდა შეუწყონ.
Print