ახალი ამბები
ია კერზაიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. ამის შესახებ მისი შვილი ბაჩანა შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. 

"ჯოჯოხეთური ერთი წელი იმ დღიდან, როდესაც სიცოცხლე ორად გაიყო - სიცოცხლე 9 დეკემბრამდე და 9 დეკემბრის შემდეგ...

ბოლო წამამდე იმედი მქონდა, სანამ საავადმყოფოს ოთხი სართულის კიბეებზე დავიწყებდი ასვლას. მინდოდა კიბის საფეხურები არასდროს დასრულებულიყო, რადგან იქ, მეოთხე სართულზე ზუსტად ვიცოდი რაც მელოდა. მელოდა ექიმი, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოეცხადებინა. თვალებით მითხრა ყველაფერი ...

ერთი წელია რაც სხვა სამყაროში გადავინაცვლე, ყველგან და ყველაფერში ვეძებ, ყველა ცოცხალ არსებაში, მცენარეებში. ყველგან სადაც სითბოა, სიყვარულია და ლამაზი ფერებია. ვეძებ, მაგრამ ჯერ ვერსად ვიპოვე ასეთი სილამაზე, ასეთი სიყვარული, ალბათ ამ ქვეყნად ვერასდროს ვიპოვი, მაგრამ ძებნას სულ გავაგრძელებ.

ხანდახან მრცხვენია და ვფიქრობ, ნუთუ მართლა დავიმსახურე იას შვილობა, ნუთუ ღმერთს ასე გამორჩეულად ვყვარებივარ? ვყვარებივარ კი?!

როგორ შეიძლება ამდენ სიყვარულს ადამიანი გასცემდეს? როგორ შეიძლება ამდენ სითბოს ერთი ადამიანი იტევდეს? არ ილევა სითბო და სიყვარული რაც შენგან გაცემული მიბრუნდება, დე. ალბათ რამდენ ათას მოსწავლეს და სტუდენტს გადაეცი, ყველას შენებურად, უზომოდ, გიჟურად.

წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, დაუჯერებელი და არარეალური. იმდენად არარეალური, რომ იას არყოფნაზე მეტად, მირჩევნია ჩემი იმქვეყნად ყოფნა დავიჯერო.

ვიცი, რომ მხნედ უნდა ვიყო, ისიც ვიცი არაფრით თავი რომ არ უნდა დავხარო. რადგან მე ახლა მარტო ჩემ თავს არ ვეკუთვნი, იას შვილობა ღვთის წყალობაა და ეს პატივი ღირსეულად უნდა ვატარო. ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი, მისი გზა ღირსეულად არის გასავლელი!

აქ მისი ერთ-ერთი ბოლო ფოტოა, ოდნავ ნაღვლიანი, თითქოს მომღიმარი, მაგრამ ჩაფიქრებული. ფართო, ნათელი შუბლით, სიკეთით და სიყვარულით სავსე თვალებით. როგორც თვითონ ამბობდა ,,რაღაცნაირ შემოდგომას'' გადაღებული.

მიყვარს უზომოდ, იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე მიყვარდა, თითოეული წუთი და წამი მისი სიცოცხლის, რომელიც არასდროს არ დასრულდება, რადგან ღმერთი სიყვარული არს", - წერს ის. 

ბაჩანა შენგელიამ ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. მანამდე, ის დედის საქმის გამოძიების გაგრძელებას და ყოფილი შს მინისტრის გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვდა.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას საქმეზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 23 სექტემბერს შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად უწყებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობას ასახელებენ.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.


ამავე თემაზე: 

ბაჩანა შენგელია: საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგში დავარეგისტრირეთ

ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის გამოძიების გაგრძელებას ითხოვს

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა - ბაჩანა შენგელია პროკურატურას პასუხობს

ბაჩანა შენგელია: ცინიკური გადაწყვეტილებაა იას საქმის მთავარი ფიგურანტის გახარიას დაწინაურება 

საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას სარჩელის მიღებაზე უარი თქვა

პარლამენტის წევრი: არ მომწონს, რომ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება შეწყდა

ია კერზაიას შვილი: საქმეზე გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს

ია კერზაიას შვილი: აქ იმედი აღარ მაქვს და სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში შევიტან

მინისტრი: თუ ჩემ მიმართ ია კერზაიას საქმეზე მორალური პასუხისმგებლობა დადგება, თანამდებობას დავტოვებ

მსჯელობა ია კერზაიას საქმეზე 

სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს ია კერზაიას საქმე შეისწავლოს

ბაჩანა შენგელია მინისტრს: ბატონო მიხეილ, თქვენ დედა გყავთ?

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალებაზე: ეს იყო ორგანიზებული მკვლელობა

სკოლის დირექტორი, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა გარდაიცვალა

სამეურვეო საბჭომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი არ გაათავისუფლა (ვიდეო)

დირექტორი მეექვსე სკოლაში გენინსპექციის შესვლას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს




Print