ახალი ამბები
სამეგრელოში უახლოესი ერთი კვირა მზიანი ამინდი იქნება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში უახლოეს ერთი კვირა უნალექო ამინდი შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება. მათივე ცნობით, 10-12 დეკემბერს +13 გრადუსი, ხოლო 13-15 დეკემბერს ჰაერი 15-16 გრადუსამდე გათბება. ღამით კი ¬+2-4 გრადუსი იქნება.

„დღეს ღამით მოსალოდნელია -2 გრადუსი. რაც შეეხება მომდევნო დღის ღამის საათებში ყინვა არ ფიქსირდება“, - ამბობენ სააგენტოში.

სინოპტიკოსები შაბათ-კვირას აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ.



Print