ახალი ამბები
საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი ზუგდიდელი პატიმრის ოჯახი დახმარებას ითხოვეს
საფრანგეთის ქალაქ ტულუზას ციხეში 31 წელის ზუგდიდელი ნიკა ქირია გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი ცხედრის გადმოსვენებასათან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს.
გადაცვლილის დედას ფატიმა ლაგვილავას თვითმკვლელობის ვერსიის არ ჯერა და ამბობს, რომ მისი შვილი სიცოცხლეს თვითნებურად არ დაასრულებდა.

"ერთადერთი ჩემი სთხოვარი იქნება, რომ დამეხმარონ ჩემი შვილის დროულად ჩამოსვენებაში. საკანში მარტო იყოო და თავი ჩამოიხრჩოო. ავად ყოფილა და საავადმყოფოში მოხვედრას ცდილობდა. მითხრეს, ადრეც ქონია თვითმკვლელობის მცდელობა, მაგრამ მე ამის არ მჯერა", - ამბობს გარდაცვლილის დედა.

ნიკა ქირიას ორი მცირე წლოვანი შვილი დარჩა.
Print