ახალი ამბები
ზუგდიდის მერიამ ახალი წლის კონცერტისთვის 39 000 ლარი გამოყო
ზუგდიდის მერიამ 31 დეკემბერს დადიანების სასახლეთა მუზეუმის მიმდებარედ დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება - გალა-კონცერტის ორგანიზებისთვის 38 880 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიება არანაკლებ 2 საათი გაგრძელდება და ფოიერვერკით დასრულდება.

ამავე ცნობით, კონცერტზე 5-6 წევრისაგან შემდგარმა ცნობადმა ინსტრუმენტალურმა ბენდმა უნდა დაუკრას და ქართული და უცხოური ჰიტები შეასრულოს. 

ტენდერის ძირითადი დროის დასრულებამდე 24 საათზე ნაკლები დარჩა, თუმცა ამ დრომდე მასში მონაწილეობა არავის მიუღია.

Print