ახალი ამბები
ზუგდიდში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.



შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.



შეკრებილებმა სექსუალური შევიწროების, ადრეული ქორწინების, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებსა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს.


ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ჩატარდა. 


ფოტო: ზუგდიდის საკრებულო





Print