ახალი ამბები
ზუგდიდის რომელ ეზოებს, ქუჩებსა და სოფლებს წარადგენენ კონკურსზე ,,სუფთა რეგიონი 2019"
ზუგდიდი კონკურსისთვის ,,სუფთა რეგიონი 2019" ემზადება. მერიის სააქტო დარბაზში დღეს ის ეზოები, ქუჩები და სოფლები შეარჩიეს, რომელებსაც მუნიციპალიტეტი საკონკურსო ნომინაციებზე წარადგენს. შეხვედრას მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, ააიპ ,,ზუგდიდასუფთავების ცენტრის" თანამშრომლები და სოფლებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნომინაციაში ,,სუფთა სოფელი" წარდგენილია შემდეგი სოფლები:

რუხი;
ნარაზენი;
რიყე;
დარჩელი;
ორსანტია.

სოფელი რუხი

ნომინაცია ,,სუფთა ქუჩა":

რუსთაველის ქუჩა;
გამსახურდიას ქუჩა;
თამარ მეფის ქუჩა;
გოგებაშვილის ქუჩა;
გამარჯვების ქუჩა.

რუსთაველის ქუჩა

ნომინაცია ,,ლამაზი ეზო":


ჭკადუაში - იუზა ყუფუნიას ეზო
ზუგდიდი - კახა ხასაიას ეზო
ზუგდიდი - მარიკა მელიას ეზო
ჭითაწყარი - მამუკა ჟვანიას ეზო
დარჩელი - რაულ გოგილავას ეზო
ჭითაწყარი - ნინო მესხის ეზო

ჭკადუაში - იუზა ყუფუნიას ეზო

ზუგდიდი - კახა ხასაიას ეზო

ნომინაცია " ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო"

შპს SRT-ის ეზო;
,,ჯეო-ნათსი“-ს ეზო;
პურსაცხობი ,,ზუგდიდის პურის“ ეზო. ➡,,Nuts Ge-ის ეზო;
პურსაცხობი ,,ლაზური პური".

შპს შღთ-ის ეზო

ნომინაციაში ,,შავი ზღვის სანაპირო ზოლი“ კი წარდგენილია ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი.

აღნიშნულ კონკურში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა, მათ შორის, „ყველაზე სუფთა ეზოს“ და „ყველაზე სუფთა ქალაქის“ ნომინაციაში გაიმარჯვა.




მთავარი ფოტო:
ჭკადუაში - იუზა ყუფუნიას ეზო




Print