ახალი ამბები
ზუგდიდში გურამ ოდიშარიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გურამ ოდიშარიას რიგით მეხუთე რომანის „უშენოდ შენთან“ პრეზენტაცია გაიმართა. მწერლის თქმით, ნაწარმოების მთავრი გმირი სოხუმელია, რომელიც საყვარელ ქალსა და საქართველოს ისტორიაზე ყვება. ავტორი ამბობს, რომ წიგნი რუსულ ენაზე უკვე ითარგმნა და მისი თარგმნა აფხაზურადაც იგეგმება.

„ნაწარმოები სიყვარულზეა, მაგრამ წყვილი არ არის ერთად. ჩემი რომანის მთავარი გმირი სოხუმელია, რომელიც 80 წლის ხდება და იხსენებს იმ ქალს,რომელიც უყვარდა. მაგრამ ამ ქალის გახსენებისას ის ფაქტობრივად საქართველოს ისტორიას ყვება. მე როგორც მეუბნებიან, მკითხველისთვის ძალიან ემოციური რომანია “, - ამბობს მწერალი.

წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.
Print