ახალი ამბები
მამა ანდრია სარია: ჭყონდიდის ეპარქიიდან გამათავისუფლეს
მამა ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ამბობს რომ ჭყონდიდის ეპარქიიდან გაათავისუფლეს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მიიღო. სასულიერი პირი ამბობს, რომ მეუფემ ამის მიზეზად შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა დაასახელა.

„პირველი შეხვედრა გაიმართა ახალდანიშნულ მიტროპოლიტ გრიგოლთან, რომელმაც მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის გათავისუფლებული ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიიდან და ამავე დროს ჩემი საკითხი გადაეცა სინოდალურ კომისიას. დღესვე შეიკრიბა სინოდალური კომისია, სადაც მღვდელმთავრები იყვნენ, ეს საუბარი ორმხრივად ჩაწერილია. მომეცა პირველი გაფრთხილება, ვრჩები სასულიერო პირის სტატუსში და ველოდები ოქმს. როგორც მითხრა კომისიამ, შეეკითხებიან მის უწმინდესობას თუ სად განმაჩენს მღვდელმსახურებისთვის,"- ამბობს მამა ანდრია სარია.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ მამა ანდრია ეპარქიიდან 12 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა ამის მიზეზებს არ აკონკრეტებენ.

სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა. პეტრე ცაავასთან ერთად რეზიდენცია რამდენიმე სასულიერო პირმა დატოვა. ერთ-ერთი იყო მამა ანდრია სარიაც.



Print