ახალი ამბები
სოხუმი: აფხაზეთის სუვერენიტეტის დარღვევისთვის 15 წლამდე პატიმრობა დაწესდება
დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელთა თანახმად „აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. წერს "აფხაზია ინფორმი".

ამავე ცნობით, „აფხაზეთის ტერიტირიული მთლიანობის დარღვევისკენ“ მიმართული საჯარო მოწოდებებისთვის, პირს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მიზნით მედიასაშუალებების ან ინტერნეტის გამოყენებისთვის კი 2 - დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შესაბამისი "კანონპროექტი" აფხაზმა დეპუტატმა რაულ ლოლუამ წარადგინა და “პარლამენტმა” მეოთხე მოსმენით დაამტკიცა.
Print