ახალი ამბები
ზუგდიდში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა
ზუგდიდის სოფელ ნაცატუში დღეს  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„აღენიშნება თავის ტვინის დიფუზური დაზიანება. იმყოფება კომაში, მართვით სუნთქვაზეა“, - ამბობენ საავადმყოფოში.

შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print