რეგიონი
მესტიაში მუსიკოსის რამო გულედანის მხარდასაჭერი საქველმოქმედო საღამო ჩატარდება
მესტიის თეატრში კვირას, 15 დეკემბერს, საღამოს 4 საათიდან 7 საათამდე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის ფარგლებში შემოსული თანხებით ისინი მუსიკოს რამო გულედანს ეხმარებიან, რომელსაც კუნთოვანი დისტროფია აქვს. მას თურქეთის კლინიკაში სამი სამკურნალო კურსის გავლა ესაჭიროება.

საქველმოქმედო აქციაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, ასევე აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები და ჭურჭელი გამოიფინება.

საქველმოქმედო საღამოზე მუსიკოსის მხარდასაჭერად იმღერებენ ანსამბლი ,,მჭელი”, ქრისტინე მარტიაშვილი, დავით ნავერიანი, ანსამბლი ,,რიჰო” და ანსამბლი "ნენსკრა.
ასევე კონცერტში მონაწილეობას ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ბანგურიანი”, ,,ლილეო” და ,,ნენსკრა” მიიღებენ.

ბილეთის ფასი 20 ლარია, რომელიც რამო გულედანის ანგარიშზე სრულად ჩაირიცხება. ასევე მოქმედებს ანგარიშის ნომერი, სადაც შესაძლებელია თანხა ინტერნეტ-ბანკიდან, ან ნებისმიერი ბანკიდან ჩარიცხოთ: GE12TB7298245061100016 მიმღები: დავით ნავერიანი

საქველმოქმედო საღამოს მხარდამჭერები არიან:

SvanetiNews - "სვანეთინიუსი"
მესტიის მუნიციპალიტეტის მერია
მესტიის "ლეო ფილფანის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი"
"სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი" - LAG upper Svaneti

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
571 78 83 56 
599 29 33 30 

Print