რეგიონი
სოხუმში „იუსტიციის სამინისტროში“ საახალწლო ნაძვის ხეს წაეკიდა
სოხუმში, „სამთავრობო კომპლექსის“ მე - 4 სართულზე, სადაც იუსტიციის სამინისტროა განთავსებული, საახალწლო ნაძვის ხეს წაეკიდა, რის გამოც შენობა დაკვამლიანდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

ადგილზე სახანრო - სამაშველო სამსახურის 4 მანქანა იმყოფებოდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად, არავინ დაზარალებულა. შენობას უმნიშვნელო ზარალი მიადგა.



Print