ახალი ამბები
მოქალაქე: თბილისში მივდივარ, იმისთვის რომ ბიძინა ივანიშვილს ახალი წელი მივულოცო
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ზუგდიდიდან უკვე გაემგზავრნენ. პარტიის მხარდამჭერები დღეს გამთენიისას შეიკრიბნენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დასახელებას აღნიშნავს, ნაწილმა კი სხვადასხვა მიზეზი დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი, დალი ლატარია ამბობს, რომ მას თბილისში ჩასვლა და  ბიძინა ივანიშვილისთვის დამდეგი ახალი წლის მილოცვა სურს.

„მაინტერესებს, თბილისი არ მინახია რამდენი ხანია. მინდა ბიძინა ივანიშვილი ვნახო და ახალი წელი მივულოცო. აქეთ ვერ ჩამოდის. ეს ხალხი კიდევ მიულოცავს აღმაშენებელ პიროვნებას, კარგ პიროვნებას რომელმაც ტყვეობიდან მიხსნა. იცის ბევრმა თქვენგანმა 2012 წლამდე გარეთ ვერ გავდიოდი“, - ამბობს დალი ლატარია.

პარტიის მხარდამჭერებს საჯარო მოხელეებიც შეუერთდნენ.
ამავე თემაზე:

მამუკა წოწერია: თბილისში „ქართული ოცნების“ აქციაზე ზუგდიდიდან 5000-მდე ადამიანი მიემგზავრება
Print