რეგიონი
ზუგდიდში მუშა დაშავდა
ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოების დროს მუშა დაშავდა. მას მცირე ზომის ტრაქტორი დაეჯახა. დაშავებული რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. უტარდება შესაბამისი სამდეიცინო გამოკვლევები და დახმარება“, - ამბობენ საავადმყოფოში.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ მომხდარზე საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print