ახალი ამბები
წალენჯიხაში მაშველებმა ხევში ჩავარდნილი ქალი ამოიყვანეს
წალენჯიხაში დაახლოებით 45 წლის ქალი ხევში ჩავარდა, თუმცა, ის მალევე ამოიყვანეს ადგილობრივებმა და ადგილზე მისულმა მაშველებმა. დაშავებული წალენჯიხის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას მხოლოდ გარეგანი დაზიანებები აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.

Print