ახალი ამბები
ნათია თურნავა: ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მოქმედ პორტებში დატვირთვა გაიზარდა და თავისუფალი ადგილი არაა, ამიტომ ანაკლიის პორტის დროულად აშენება ამ სიტუაციას წაეშველებოდა. მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიულია და ის საქართველოს ისე სჭირდება, როგორც ჰაერი.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა“, - აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

Print