ახალი ამბები
მინისტრი: აფხაზეთი ელექტროენერგიით კვლავ „ენგურჰესიდან“ მომარაგდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავას ინფორმაციით, აფხაზეთი ელექტროენერგიით კვლავ „ენგურჰესიდან“ მომარაგდება. მისივე თქმით, სახელმწიფო ყოველთვის ეხმარება აფხაზ დებს და ძმებს.

"იცით, რომ „ენგურჰესის“ მეშვეობით, რომელიც ემსახურება ერთიან საქართველოს, ყოველთვის ვეხმარებით ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს. წელსაც შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაკეთდება, არსებული ჰიდროლოგიის და წყლის მარაგის გათვალისწინებით, რომ ეს პრინციპი შესრულდეს,"- აღნიშნა თურნავამ.

2019 წლის თებერვალში კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განცხადება გაავრცელა, იმის შესახებ რომ აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებდა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"
Print