რეგიონი
საკადრო ცვლილებებია სამეგრელოს პოლიციაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსად ზურაბ გუნია დაინიშნა. შს სამინისტროს ცნობით, რეგიონში რამდენიმე საკადრო გადაადგილება როტაციის ფარგლებში განხორციელდა. ამ დრომდე გუნია აბაშის რაიონული სამმართველოს უფროსის პოსტს იკავებდა. მარტვილის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი ირაკლი როსტობაია კი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. რაც შეეხება აბაშის სამმართველოს, აქ კობა ნარმანია დაინიშნა, რომელიც თბილისის პოლიციიდან გადმოიყვანეს.  

Print