ახალი ამბები
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პოლიციელის მანქანას ექსპერტიზა ზუგდიდში უტარდება
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის აირ დარასელიას კუთვნილ ავტომანქანას ზუგდიდში, საოლქო პროკურატურასთან ექსპერტიზა უტარდება. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტ-კრიმინალისტები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მუშაობენ.

ჩხოროწყუში პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს მიმდინარე თვეს დააკავეს. გამოძიება, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურა აწარმოებს, 137 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
Print