ახალი ამბები
ასლან ბჟანია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სოხუმში ბრუნდება
ასლან ბჟანია მოსკოვიდან სოჭში ჩავიდა. აფხაზი ოპოზიციონერი ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სოხუმში ბრუნდება, წერს „აფსადგილ ინფო“. 2019 წლის 18 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და ის მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

20 მაისს ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც „საპრეზიდენტო არჩვენების" 2019 წლის შემოდგომაზე გადატანას ითხოვდნენ ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიას მოწამვლასთან დაკავშირებით. სახალხო კრებამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია გამოაცხადა და „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოითხოვა.

21 მაისს ოპოზიციურ ძალებსა და რაულ ხაჯიმბას შორის შემდგარი მოლაპარაკებების შედეგად, „საპრეზიდენტო არჩევნები“ 2019 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა.

5 ივნისს ასლან ბჟანია გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ოქტომბრის ბოლოს ის მოსკოვში დაბრუნდა და რეაბილიტაციის კურსი ჩაიტარა.
Print