ახალი ამბები
მამა ანდრია სარია: საპატრიარქოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სადამსჯელოა
მამა ანდრიას სარია საპატრიარქოში ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების ოქმის გასაცნობად დაიბარეს. სასულიერო პირი ამბობს, რომ საპატრიარქოს მხრიდან ნებისმიერი გადაწყვეტილება ცალმხრივია და მას სადამსჯელო ხასიათი აქვს.

„ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც ისინი იღებენ გაფრთხილებას არქმევენ, მაგრამ რეალურად ეს არის სადამსჯელო გადაწყვეტილებები, შეიძლება რეპრესიებიც ვუწოდოთ ამას, იმიტომ რომ ის ორმხრივი შეთანხმება არ არის. რაც არ უნდა ეწეროს იმ ოქმში, ეს არის სადამსჯელო ღონისძიება“, - ამბობს მამა ანდრია სარია.

მამა ანდრია სარია, რომელიც ინჩხურის ტაძრის წინამძღვარი იყო, ჭყონდიდის ეპარქიიდან გასულ კვირაში გაათავისუფლეს. მღვდელ-მონაზონი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპარქიის ახალმა მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ მიიღო.


Print