ახალი ამბები
ზუგდიდში მშობლები აქციას გამართავენ
ზუგდიდში მშობლების ნაწილი 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო აქციას გამართავს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ერთ-ერთმა მშობელმა ნათია სახოკიამ უთხრა. მისივე თქმით, მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში, დამნაშავეა როგორც პოლიცია, ასევე სკოლა და საზოგადოება.

„მე და ჩემი 15 წლის შვილი და კიდევ მრავალი ჩვენნაირი დღეს თუ არა ხვალ იგივე პრობლემის წინ, რომ არ აღმოჩნდეს, ვითხოვთ ამ ამბის დროულ გამოძიებას! სათანადო უნდა შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა და ასევე ვითხოვთ ყველა სკოლას ჰყავდეს კვალიფიცირებული ფსიქოლოგი. ასევე მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების საქმიანობა, რომლებიც შეისწავლიან ოჯახში ძალადობას“, - ამბობს მშობელი.

აქცია ზუგდიდში სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათზე გაიმართება.


ამავე თემზე:

ზუგდიდში საპროტესტო წარწერები წაშალეს

ზუგდიდში გუბერნიისა და პოლიციის შენობებთან "ამ ცხოვრების დედაც" მიაწერეს
Print