ახალი ამბები
სოხუმი: გუდაუთის სოფელ ანუხვის ტაძრის ნანგრევების კონსერვაცია - რესტავრაცია იგეგმება
გუდაუთის რაიონის სოფელ ანუხვაში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ნანგრევების კონსერვაცია - რესტავრაცია იგეგმება. შესაბამისი პროექტი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წმინდა მიტროპოლიის შეკვეთით არქიტექტორმა კამა კაციამ შეიმუშავა, წერს „აბხაზია ინფორმი“.

ამავე ინფორმაციით, პროექტს ერთვის ისტორიული ცნობა, რომელიც „წმინდა სამიტროპოლიტოს საბჭოს თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა დოროთემ (დბარმა) და ისტორიკოსმა - არქეოლოგმა გარი სანგულიამ მოამზადეს“.  პროექტი მას შემდეგ განხორციელდება, რაც მას "კულტურის სამინისტრო" დაამტკიცებს.

აფხაზეთის არქიტექტურული და ისტორიული ნაგებობების რუკაზე დატანილი სოფელ ანუხვის ეკლესია XI საუკუნითაა დათარიღებული.


Print