ახალი ამბები
„ერთად გავათავისუფლოთ ვაჟა ექიმი“ - ადვოკატებმა ზუგდიდში აქცია გამართეს
ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა ზუგდიდში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართეს. ისინი დაკავებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ მისი დაკავება ბარბაროსობაა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები შემდეგი წარწერებით: „თანადგომა ვაჟა ექიმს“, „ერთად გავათავისუფლოთ ექიმი“, "ადვოკატები ვაჟა ექიმის დასაცავად" და სხვ.

“მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის, ჩვენს რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის გათავისუფლებული დაუბრუნდეს თავის ოჯახს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ადამიანები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, ექიმის ტყვეობა დასრულდება და იგი ისევ გააგრძელებს თავისი პროფესიულ საქმიანობას” – თქვა ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან, საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

Print