ახალი ამბები
ჰაწვალზე სათხილამურო სეზონი 21 დეკემბერს გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მესტიაში, ჰაწვალის სათხილამურო კომპლექსს 21 დეკემბერს ოფიციალურად გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას „მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.

„ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტზე ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კმ-ნი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 21 დეკემბრიდან საბაგიროები იმუშავებს ყოველდღიურ რეჟიმში.

„10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შაბათ -კვირას კი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე. შაბათ-კვირას კურორტზე შესაძლებელია ღამის სრიალი 18:00 საათიდან 20:00 საათამდე. ჰაწვალი იქნება პირველი სათხილამურო კომპლექსი, რომელიც 2019 -20 წლის სათხილამურო სეზონს გახსნის, სწორედ ჰაწვალი უმასპინძლებს საქართველოს თასის პირველ ეტაპს 27-28 დეკემბერს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, სადაც დამსვენებლებს ორი საბაგირო ემსახურება.
Print