ახალი ამბები
მერია: ზუგდიდში ნაძვის ხე 25 დეკემბრამდე არ აინთება, მაგრამ ეს არ უკავშირდება მოზარდის გარდაცვალებას
დადიანების მუზეუმის მიმდებარედ ნაძვის ხის ანთება და საზეიმო ღონისძიება 25 დეკემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს. კითხვაზე  უკავშირდება თუ არა ღონისძიების გადადება 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებას, გვითხრეს, რომ ეს გადაწყვეტილება ამ ფაქტამდე იყო მიღებული.

„ქვეყნის ცენტრალური ნაძვის ხე და შესაბამისად ჩვენიც, ისევე როგორც სხვა ქალაქებში, 25 დეკემბერს აინთება. ლუკას შემთხვევა არის ტრაგედია და თითოეული ჩვენგანის ტკივილი. კიდევ ერთხელ ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს გადაწყვეტილება ლუკას გარდაცვალებამდე იყო მიღებული“, - ამბობენ მერიაში.

ზუგდიდში ნაძვის ხის ანთება 20 დეკემბერს იყო დაანონსებული.

Print