ახალი ამბები
სოხუმი: ინფორმაცია სკოლებში ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელების შესახებ ფეიკია
სოციალურ ქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა რესპუბლიკის სასწავლო დაწესებულებებში ნარკოტიკული ნივთიერებების ღიად გავრცელებას, სიცრუეა. ამის შესახებ დე ფაქტო აფხაზეთის განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

უწყებამ უკვე მიმართა „სამართალდამცავ და სახელმწიფო უსაფრთხოების დაუყოვნებლივ ჩაატარონ გამოძიება დეზინფორმაციის წყაროს გამოსავლენად“, ნათქვამია ამავე განცხადებაში.

„სამინისტროში“ თვლიან, რომ ეს არის კარგად დაგეგმილი აქციაა, რომელიც მოსახლეობაში შიშის დასათესვისა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

ისინი მიმართავენ მშობლებს, არ აყვნენ პროვოკაციას.

გარდა ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ინფორმაციით, არცერთ სამედიცინო დაწესებულაბაში მოზარდების ინტოქსიკაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„აფსადგილ ინფოს“ ცნობით, მანამდე, სხვადასხვა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე მოსწავლე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი კანფეტებით მოიწამლა.



Print