ახალი ამბები
მერაბ ქვარაიას ბანერზე „მონა“ მიაწერეს
ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის კედელზე გამოკრულ ბანერს უცნობმა პირებმა თეთრი და წითელი საღებავით „მონა“ მიაწერეს. მის ქვეშ, კედელზე კი წარწერა ჰეშთეგით „შეცვალე“ დატოვეს. მაჟორიტარის ბიუროში ამბობენ, რომ მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ საპატრულო პოლიციას უკვე აცნობეს.

მანამდე, სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტებმა კედელზე წარწერა "ამინ" გააკეთეს, რომელიც პარლამენტარის ფეისბუქ პოსტს ეხებოდა. წარწერა მალევე წაშალეს.

Print