ახალი ამბები
სამინისტრო: თხილის ექსპორტი 90%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტზე 8.3 ათასი ტონა თხილი გავიდა, რაც 90 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ამავე ცნობით, ქართული თხილი სულ 37 ქვეყანაში გაიტანეს, აქედან 10 ახალი ბაზარია.

აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემები 2013-2014 წლებთან (აზიური ფაროსანას გამოჩენამდე) შედარებით ძალიან დაბალია. აღნიშნულ წლებში ქვეყანაში წარმოებული თხილის მოცულობამ 2013 წელს 39.7 ათასი ტონა, ხოლო 2014 წელს 36.2 ათასი ტონა შეადგინა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ასევე გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის გატანა. ექსპორტირებულმა ხურმამ და კარალიოკმა 7.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდამ 86%-ს მიაღწია.


19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა კი 21.3 ათასი ტონა შეადგინა და დაფიქსირდა 6%-იანი ზრდა.

Print