ახალი ამბები
ლეკუხონაში ტყის საფარი იწვის
ოკუპირებული გალის სოფელ ლეკუხონაში ტყის საფარი იწვის. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. მათივე ცნობით, ადმინისტრაციულ საზღვართან მონიტორინგის ჯგუფი იმყოფება და საქართველოს კონტროლირებად სოფლებში ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ლეკუხონა წალენჯიხის სოფელ მუჟავას ესაზღვრება. მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, სოფლიდან დაკვამლიანებული ტყე ჩანს.

"ოკუპირებული ტერიტორიაა, სადაც ჩვენ ვერ მივდივართ. საგანგებო ადმინისტრაციულ საზღვართან იყო. ჩანს დაკვამლიანება, სავარაუდოდ ტყის საფარი იწვის", - ამბობს მერი.

მუშაობენ თუ არა მეხანძრეები ოკუპირებულ ლეკუხონაში, ამის შესახებ აფხაზური მედია არ წერს.

Print