ახალი ამბები
სენაკის სამხედრო ბაზასთან ხანძარი იყო
სენაკის სამხედრო ბაზის მიმდებარედ, ამორტიზირებულ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ამავე ცნობით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შენობა უწყების ბალანსზეა, თუმცა სამხედრო ბაზის ტერიტორიის გარეთ მდებარეობს.

Print