ახალი ამბები
სოხუმის რაიონში გაჩენილ ხანძარს მესამე დღეა აქრობენ
სოხუმის რაიონის სოფელ აკაპას (ყოფილი ოდიში) მთიან ნაწილში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობაში ჩართულ 20 კაციან სამშველო - სახანძრო ჯგუფს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. მათივე ვარაუდით, ცეცხლის ლიკვიდაცია დღეს უნდა მოხერხდეს.

„აბხაზია ინფორმის“ ცნობით, 10 ჰექტრამდე ფართობზე ტყის მასივში ხანძარი 21 დეკემბერს გაჩნდა.

ამავე ცნობით, ხანძარს რთულად მისადგომი რელიეფის გამო ტექნიკის გარეშე აქრობენ. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, ადამიანური ფაქტორია.

Print