ახალი ამბები
მარტვილის ტყეში ხანძარია
მარტვილის სოფელ ბალდაში 4 ჰექტარამდე ფართობზე, ტყის საფარი იწვის. ცეცხლი ტყეში გუშინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძრის ქრობის სამუშაოები დღეს განახლდა. ამავე ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. მარტვილის მერიაში ამბობენ, რომ ხანძრის დასახლებულ პუნქტებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
Print