ახალი ამბები
ფოთში თევზის უსიამოვნო სუნის გამო აქციას მართავენ
ფოთში, მერიის შენობასთან ადგილობრივები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქაფშიას რეწვის შედეგად ქალაქში არსებული უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ქაფშიის გადამუშავების სეზონი ნოემბერ-თებერვალშია და პრობლემა განსაკუთრებით ამ დროს იჩენს თავს. ფოთელებს ეს საკითხი წლებია აწუხებთ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან ამ პრობლემის მოგვარების მოთხოვნით საავტომობილო გზაც გადაკეტეს. მათ ხელში ტრანსპარანტები უჭირავთ წარწერით: ,, ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს”, „ჩვენ ვიწამლებით“ და სხვ.

რაც შეეხება ქარხნების ხელმძღვანელებს, მათი მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი ფილტრით არის აღჭურვილი და ოთხივე კომპანია ფლობს თევზჭერის ლიცენზიებს, რომელთა მოქმედების ვადა 2026 წელს იწურება. 



Print