ახალი ამბები
ზუგდიდში სოციალური კარადა დადგეს
ზუგდიდში, მუსიკალური სკოლის შენობის გვერდით სოციალური კარადა კვლავ დადგეს. ის საქველმოქმედო აქციის "გააზიარე სითბოს" ფარგლებში, მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის'' თანამშრომლებმა მოაწყვეს. 
აქ მოქალაქეებს როგორც სხვადასხვა ნივთების აღება, ასევე მოტანა შეუძლიათ.
ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ მალაშხიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ აქციის სლოგანია: ,,ვისაც გაქვს გაიღე, ვისაც არ გაქვს აიღე" და ის მეორე წელია ტარდება
სოციალური კარადა აქ 15 იანვრამდე დარჩება.



Print