ახალი ამბები
ზედაეწერში ხანძარია (ფოტო)
ზუგდიდის სოფელ ზედაეწერის ტერიტორიაზე თხილის პლანტაცია იწვის. ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარზეა გავრცელებული. დამწვარია თხილის ახალი ნარგავები და ფუტკრის სკები. ამ წუთისთვის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე ღია კერაა. აღნიშნული ფართობი დასახლებულ პუნქტთან ახლოს მდებარეობს. 

ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. მათ ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.

ცეცხლის სავარაუდო მიზეზად ადგილობრივები ადამიანურ ფაქტორს ასახელებენ.

"ალბათ ვიღაცამ საკუთარ ეზოში დაანთო ცეცხლი და ამის ბრალია", - ამბობენ ისინი.


Print