სოხუმში 2020 წელს დაბადებული პირველი ბავშვი 100 ათას რუბლს მიიღებს საჩუქრად 									
			
		
						
			
			
			
								სოხუმში ახალ წელს დაბადებული პირველი ბავშვი  100 ათას რუბლს (დაახლოებით 5000 ლარი) მიიღებს საჩუქრად. 
აღნიშნულ ინიციატივას ქალაქის ე.წ. საკრებულოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.  2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, ე.წ. მერის მოვალეობის შემსრულებელმა  კან კვარჩიამ აღნიშნა, რომ ერთჯერად დახმარებას საახალწლოდ რამდენიმე მრავალშვილიანი ოჯახი და ომის ვეტერანები მიიღებენ, წერს "აბხაზია ინფორმი".
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები