ახალი ამბები
ჭაქვინჯში ჭის ამოწმენდისას შუახნის მამაკაცი დაიღუპა
ზუგდიდის სოფელ ჭაქვინჯში ჭის წმენდისას 55 წლის მამაკაცს ვედრო, რომლითაც მიწა ამოჰქონდა, თავზე დაეცა და ის დაიღუპა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

"ჭის მწმენდავები მუშაობდნენ. ვედროს სახელური მოწყდა და ჭაში მყოფს თავზე დაეცა. ეს ხალხი სოფელში სულ დადის და ჭებს წმენდს, გუშინაც მუშაობდნენ აქვე სამეზობლოში. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სამწუხაროდ. ექსპერტები წინასწარი მონაცემებით ამბობენ, რომ ეს უბედური შემთხვევაა", - ამბობს ბესო ერემაძე, რომლის სახლშიც მოხდა აღნიშნული უბედური შემთხვევა.

მისივე ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისშია გადასვენებული. 

შს სამინისტროს ცნობით აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
Print