ახალი ამბები
ზუგდიდში ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)
დადიანების მუზეუმის მიმდებარედ მთავარი ნაძვის ხე დღეს აანთეს. მანამდე თავისუფლების მოედნიდან დრამერების შოუ-მსვლელობა მოეწყო.
მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

„ჩემს თანამოქალაქეებს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. მინდა ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები და ყოველივე საუკეთესო. 2020 წელი ნამდვილად იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე წლევანდელი წელი“,- აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

ამასთან, ანიმატორების მონაწილეობით საბავშვო სპექტაკლი  და კონცერტი გაიმართა.

საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებისა და დეკორაციებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი გამოიყო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მთავარი ნაძვის ხე ხვალ აინთება - ღონისძიებების განრიგი

Print