რეგიონი
საზღვრისპირა სოფელ ფახულანში ტყის ქვედა საფარი იწვის
წალენჯიხის საზღვრისპირა სოფელ ფახულანის, ქალაღალის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის ქვედა საფარში გაჩენილ ხანძარს ორი დღეა აქრობენ. დაიწვა, დაახლოებით, 7 ჰექტარი ტერიტორია. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის 50-მდე მაშველი, წალენჯიხიდან, ზუგდიდიდან და ჩხოროწყუდან.

სოფლის დეპუტატის დათა კუკავას ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩასაქრობია კიდევ ორი კერა, რომელსაც მეხანძრეები ამ წუთებშიც ამუშავებენ. აღნიშნული ტერიტორია ძნელად მისადგომია და იქ მაშველებს მუშაობა გართულებულ პირობებში უწევთ. „პანიკის საფუძველი არ არსებობს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, - მიიჩნევს კუკავა.

შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია და ვიცე-გუბერნატორი დავით ფარცვანია.

Print