ახალი ამბები
ლაშა გოგია უქმეებზე ციხეს ვერ დატოვებს
ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელიც სასჯელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე იხდის, უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით ვერ ისარგებლებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უთხრეს.

"ამ ადამიანმა ვერ გამოავლინა ის ქცევა, რაც გულისხმობს დანაშაულის გაცნობიერებას და შესაბამისად, გარეთ გასვლის შეღავათი აქვს გაუქმებული", - ამბობენ პენიტენციურ სამსახურში.

ლაშა გოგია, რომელიც უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობდა ზუგდიდში ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. ფაქტის ამსახველი ფოტო მისმა მეუღლემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 

ამავე თემაზე: 

ლაშა გოგია და გია გულორდავა უქმეებზე ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ


Print