ახალი ამბები
სამეგრელოში მიმდინარე წელს უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოვლინდა
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 162 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთში მიმდინარე წლის განმავლობაში უკანონო თევზჭერის 24 ფაქტი გამოვლინდა.
Print